This text is also available in: English

შენიშვნა: გაცნობებთ რომ შეიცვალა IREX/საქართელოს ელექტრონული ფოსტის დომეინ მისამართი. კერძოდ @irex.ge-ს ნაცვლად  გვაქვს  @irex.org. მაგალითად, თუ აქამდე გზავნიდით ელექტრონულ ფოსტას მისამართზე tnozadze@irex.ge, ახლა იგი უნდა გაგზავნოთ tnozadze@irex.org-ზე. აღნიშნული ცვლილება ვრცელდება ყველა თანამშრომლის ელექტრონულ ფოსტის მისამართზე. IREX/საქართელოს  თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://irex.ge/about/staff

რაც შეეხება info@irex.ge-ს მას ჩაანაცვლებს შემდეგი ელექტრონული მისამართი: info-georgia@irex.org

 

 

 

IREX საქართველო (აირექსი)

ტრენინგ პროექტების და მასთან ასოცირებული პროფესიონალთათვის განკუთვნილი საგრანტო პროგრამების ადმინისტრირება საქართველოს მასშტაბით IREX-მა 1994 წლიდან დაიწყო. IREX-ის პროგრამები და პროექტები მოიცავს სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა საუნივერსიტეტო კვლევა და სწავლება, კორპორატიული მენეჯმენტი და კომერცია, სამთავრობო პოლიტიკა და დიპლომატია, ჟურნალისტიკა და მედია. პროგრამის მონაწილეები თავისი სფეროს გამორჩეული ლიდერები არიან და დღესდღეობით საქართველოს საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების დანერგვას ემსახურებიან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ნიუ იორკის კარნეგის კორპორაცია და სხვა კერძო წყაროები სხვადასხვა დროს დაფინანსებას უწევდნენ IREX, რომელიც უკანასკნელი წლების მანძილზე ადმინისტრირებას უწევს აღნიშნულ პროგრამებს.

ამჟამად IREX ადმინისტრირებას უწევს შემდეგ პროგრამებს:

1. G-MEDIA

G-MEDIA პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა ოთხი ძირითადი ამოცანის შესრულება:

  1. მედია პროდუქტის ხარისხის ამაღლება, შინაარსის გამრავალფეროვნება და მიწოდების არხების გაფართოება;
  2. პროფესიონალიზმის ამაღლება ჟურნალისტიკაში, თვითრეგულირება და პროფესიული სტანდარტები;
  3. მედიის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება და ჟურნალისტთა უფლებების დაცვა;
  4. მედია მენეჯმენტის და ბიზნესის გაუმჯობესება.

2. საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა (GMPP)

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი მედიის პროფესიულ განვითარებას ქართულ და ამერიკულ მედია საშუალებებს შორის გრძელვადიანი პარტნიორული კავშირების დამყარებით, პროფესიული გაცვლებით, ინდივიდუალური  კონსულტაციებითა და გამოცდილების გაზიარებით. შედეგად, ქართველ პარტნიორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გაუმჯობესებული ჟურნალისტური, ტექნოლოგიური და ბიზნეს/მედია მენეჯმენტის უნარჩვევებით.