This text is also available in: English

IREX-ის მისია

IREX – საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოსაერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ცოდნის გაღრმავებას. IREX-ის ძირითადი მიზანია საშუალება მისცეს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე დაწესებულებებს სრულად მიიღონ მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადობის ჩამოყალიბებაში.

IREX- ადმინისტრირებას უწევს პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

IREX-:

  • ხელს უწყობს სტუდენტების, მკვლევარების, საზოგადო მოღვაწეების, ბიზნესმენების, ჟურნალისტების და სხვათა პროფესიულ განვითარებას;
  • განამტკიცებს დამოუკიდებელ მედიას, აკადემიურ, საჯარო და არასამთავრობო დაწესებულებებს.
  • თავისი პროგრამების მეშვეობით საშუალებას აძლევს უნივერსიტეტებს, ფონდებს, პოლიტიკოსებსა და კორპორაციულ სექტორს გაიღრმავონ ცოდნა და განივითარონ უნარ-ჩვევები.

IREX- მიაჩნია, რომ აკადემიური და ტექნიკური დახმარების პროგრამები უაღრესად მნიშვნელოვანია. ცოდნის გაღრმავების მეშვეობით, IREX-ის პროგრამები ავითარებენ სამოქალაქო საზოგადოებას, ეხმარებიან გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებს და ხელს უწყობენ საერთაშორისო თანამშრომლობისა და მშვიდობის დამკვიდრებას.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარება დამოკიდებულია ამ საზოგადოების ცალკეული წევრისა თუ ორგანიზაციის ცოდნასა და გამოცდილებაზე. 40 წლის განმავლობაში IREX-ის პროგრამებმა 30-მდე ქვეყანაში ხელი შეუწყო ათასობით სტუდენტის, მეცნიერის და სხვა პროფესიონალის განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. გაცვლითი პროგრამების, სამეცნიერო გრანტების, კონფერენციების და პროგრამის კურსდამთავრებულების მხარდამჭერი პროგრამების საშუალებით IREX- თავისი წვლილი შეაქვს ინფორმირებული საზოგადოებების განვითარებაში და ხელს უწყობს კულტურულ ურთიერთგაგებას ამერიკის შეერთებულ შტატებს, აღმოსავლეთ ევროპას, ყოფილი საბჭოთა კავშირის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებს შორის.

IREX საქართველოში:

IREX-ის თბილისის ოფისი 1994 წელს გაიხსნა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ადმინისტრირებას უწევს საგანმანათლებლო პროექტებსა და გრანტების პროგრამებს პროფესიონალთათვის. ეს პროგრამები და პროექტები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა საუნივერსიტეტო კვლევა და სწავლება, კორპორაციული მართვა და კომერცია, მართვის პოლიტიკა და დიპლომატია, ჟურნალისტიკა და მედია. პროგრამის მონაწილეები არიან ლიდერები თავიანთ სფეროში და დიდ როლს ასრულებენ საქართველოში დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრებაში.

საქართველოში მოღვაწეობის 10 წლის მანძილზე IREX-ის თბილისის ოფისმა ადმინისტრირება გაუწია საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო (ECA) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ამ პროგრამათა უმრავლესობის დამფინანსებლები არიან. ნიუ- იორკის კარნეგის კორპორაციამ და სხვა კერძო ორგანიზაციებმა ასევე დააფინანსეს IREX-ის მიერ განხორციელებული ზოგიერთი პროგრამა უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში.

დღეისათვის, IREX-ის საქართველოს ოფისი ადმინისტრირებას უწევს შემდეგ პროგრამებს:

მედია ინოვაციების პროგრამა საქართველოში

პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, სათანამშრომლო შეთანხმების საფუძველზე. ამ პროგრამის მეშვეობით IREX- გვთავაზობს ახალ, ინოვაციურ მიდგომას შემდეგი მიზნების მისაღწევად:

  • ისეთი სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს სიტყვის თავისუფლების განვითარებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
  • მედიის მენეჯერთა მხარდაჭერა, რათა მათი ბიზნესი უფრო ეფექტური, მოგებაზე ორიენტირებული და მდგრადი გახდეს.
  • ჟურნალისტთა უნარ-ჩვევების გაუმჯობესება ჟურნალისტიკის მაღალი ხარისხისა და ეთიკური ქცევის წახალისებით, რათა მოქალაქეებამდე ობიექტური, გაწონასწორებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მივიდეს.
  • იმ ასოციაციებისა და ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა, რომელთა მიზანს დამოუკიდებელი ქართული მედიის პროფესიული ინტერესების დაცვა წარმოადგენს.

ECA– პროგრამის კურსდამთავრებულთა მცირე გრანტების პროგრამა

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიუროს (ECA) პროგრამის კურსდამთავრებულთა მცირე გრანტების პროგრამა პროგრამის კურსდამთავრებულებს სთავაზობს გრანტებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ გაიღრმავონ თავიანთი პროფესიული გამოცდილება.

ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა

ევრაზიის სტუდენტური გაცვლითი პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ისწავლონ შეერთებული შტატების უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. ამ პროგრამას აფინანასებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო (ECA). მასში საქართველოდან ყოველწლიურად 20-მდე სტუდენტი მონაწილეობს.

თანამედროვეობის საკითხთა პროგრამა

თანამედროვეობის საკითხთა პროგრამა საშუალებას აძლევს გამოცდილ პოლიტიკურ მოღვაწეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს და საჯარო თუ კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, შეიძინონ შეაბამისი უნარ-ჩვევები და გამოცდილება, გაცვალონ პროფესიული მოსაზრებები ამერიკის შეერთებულ შტატებში ოთხთვიანი პროგრამის საშუალებით. პროგრამას აფინასებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო (ECA). საქართველოდან ყოველწლიურად 3-5 პროფესიონალი მონაწილეობს ამ პროგრამაში.

ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამა

ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამის მთავარი მიზანია უზრუნველყოს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიუროს (ECA) და შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების მონაწილეები ინტერნეტის რესურსებითა და იმ საინფორმაციო საშუალებებით, რომელნიც საშუალებას მისცემს მათ, შეინარჩუნონ ურთიერთობა თავიანთ მასპინძელ დაწესებულებებსა და კოლეგებთან შეერთებულ შტატებში და ასევე პარტნიორებთან შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ევრაზიაში.

ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამა ასევე საშუალებას აძლევს აღნიშნული პროგრამის ყოფილ სტიპენდიანტებს, გაიარონ ინტერნეტის კურსები და დაესწრონ შესაბამის სემინარებს.

პროგრამა ხელს უწყობს ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების განვითარებას საქართველოში და მათ ფართო მოხმარებას ინფორმაციის გავრცელებისა და კულტურათა შორის ურთიერთგაგების დამკვიდრების საქმეში.

მეტი ინფორმაცია IREX-ის შესახებ