საგრანტო კონკურსი ინოვაციური პროექტებისათვის მედია ბიზნესში
This text is also available in: English
გამოცხადდა: 20 ივნისი, 2012
ღია კარის დღე: 29 ივნისი, 2012
განაცხადის შემოტანი ბოლო ვადა: 10 ივლისი. 2012
IREX (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო) ატარებს საგრანტო კონკურსს მისი პროგრამის „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეთა ინფორმირებულობას“(G-MEDIA) ფარგლებში, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. IREX-ს აქვს შეზღუდული სახსრები მცირე გრანტებისათვის, რომლებიც განკუთვნილია მედია საშუალებების ინიციატივებისათვის, რომელთა მიზანია ბიზნეს სტრატეგიის და პრაქტიკის გაუმჯობესება ან/და ინოვაციური იდეების განხორციელება შემოსავლების მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ მედია ორგანიზაციებს, რომელთაც 2011 წელს IREX G-MEDIA-სგან მსგავსი სახის გრანტი ჰქონდათ მიღებული.
G-MEDIA მედია საშუალებებს იწვევს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში გრანტებისათვის, რომელთა ხანგრძლივობა 12 თვეა. მედია საშუალებების განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტრადიციული და არატრადიციული წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გაზრდისაკენ მიმართული კონკრეტული ქმედებები. მონაწილეებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ სოციალური მედიის ინსტრუმენტები და სხვა ტექნოლოგიური სიახლეები, რათა უკეთ წარმართონ თავიანთი ბიზნესი. მივესალმებით კონკრეტულ ბიზნესში წარმოქმნილი დილემების გადასაჭრელად ინოვაციური მიდგომების გამოყენებას და არატრადიციულ გადაწყვეტილებებს საგამომცემლო და სამაუწყებლო ბიზნესში არსებული ქრონიკული პრობლემების დასაძლევად.
IREX გამარჯვებულ ორგანიზაციებს მათ საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციებს გაუწევს.
განაცხადის შემომტანმა ორგანიზაციამ თანადაფინანსების სახით უნდა წარმოადგინოს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების 10%-მდე.
ეს პროგრამა არ არის გამიზნული ახალი მედია საშუალებების დასაფუძნებლად, თუმცა ასეთი ინიციატივა შეიძლება განვიხილოთ გამონაკლისის სახით.
ყველა სახის მედია საშუალებას, მოქმედს თბილისსა და რეგიონებში, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ კონკურსში.
წარმატებულ კანდიდატზე, რომელიც პასუხობს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გაიცემა გრანტი, რომლის ოდენეობა არ აღემატება 50,000.00 ამერიკულ დოლარს. ჯამში ამ კონკურსის ფარგლებში გაიცემა 4 გრანტი.
წინამდებარე კონკურსის გამოცხადებას მოჰყვება „ღია კარის დღე“, რომელზეც დაინტერესებული აპლიკანტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას განაცხადის მომზადების/მიწოდების თაობაზე.
„ღია კარის დღე“ გაიმართება 2012 წლის 29 ივნისს, 16:00 საათზე, IREX-ის ოფისში.
საგრანტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 10 ივლისი, 18:00 საათი. საგრანტო განაცხადდთან დაკავშირებული შეკითხვების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 9 ივლისი, 18:00 საათი. შეკითხვებით მიმართეთ თათული გოგაძეს. საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ქვევით.
გადმოიწერეთ თანდართული ფაილები:
განაცხადის ფორმა – საგრანტო კონკურსი ინოვაციური პროექტებისათვის მედია ბიზნესში
ბიუჯეტის ფორმა – Budget Template EngGeo
განაცხადის შეფასების კრიტერიუმები:
G-MEDIA-ს საგრანტო კომისია განაცხადებს შეაფასებს ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით:
ორგანიზაციული შესაძლებლობები:
- რამდენად იცავს ეთიკურ და პროფესიულ ბიზნეს პრაქტიკას;
- აპლიკანტის მზაობა/სურვილი მიიღოს ახალი ცოდნა და იდეები;
- ნოვატორული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებით განვითარების მცდელობა წარსულში;
- ზრდისა და განვითარების პოტენციალი;
- ორგანიზაციის მხრიდან შემოთავაზებული შესასრულებელი სამუშაოს ეფექტიანად მართვის უნარი.
განაცხადის შეფასება:
- რამდენად განხორციელებადია შემოთავაზებული აქტოვობები;
- რამდენად სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია პროექტში შემოთავაზებულ აქტივობებს;
- რამდენად ადეკვატურია შემოთავაზებული ინსტრუმენტები და მეთოდები;
- რამდენად კრეატიულია შემოთავაზებული გადაწყვეტილებები;
- რამდენად შეესაბამება წარმოდგენილი საპროექტო წინადადება მედია საშუალების ბიზნეს სტრატეგიას მთლიანობაში.
საგრანტო განაცხადის ეს მოთხოვნა IREX-ს არ ავალდებულებს დაფაროს რაიმე ხარჯი გაწეული იმ საგრანტო განაცხადის მომზადების პროცესში, რომელიც არ დაფინანსდა, ან ხელშეკრულება გააფორმოს მასში აღწერილ მომსახურებასა და საქონლის მოწოდებაზე. IREX უფლებას იტოვებს დაიწუნოს ნებისმიერი მიღებული განაცხადი. გრანტის განაცხადის შესახებ წინამდებარე დოკუმენტის გავრცელებისას IREX არ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახელით ან როგორც მისი წარმომადგენელი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ამ გრანტის პროგრამიდან გამომდინარე არცერთი ქვეგრანტის მხარე არ იქნება.
გთხოვთ, გაუგზავნოთ ხელმოწერილი და დამოწმებული საგრანტო განაცხადის (დასკანერებული pdf ფორმატში) ელექტრონული ვერსია თათული გოგაძეს შემდეგ მისამართზე: tgogadze@irex.org , მოითხოვეთ მიღების დასტური. ამის ნაცვლად შეგიძლიათ წარმოადგინოთ ამობეჭდილი საგრანტო განაცხადი და დისკზე ჩაწერილი მისი ელექტრონული ვერსია (დასკანერებული pdf ფორმატში) შემდეგ მისამართზე:
IREX G-MEDIA
მარჯანიშვილის ქუჩა #6
თბილისი 0102, საქართველო
ოფისი: +(995 32) 91 26 08
ფაქსი: +(995 32) 29 19 05
საკონტაქტო პირი: თათული გოგაძე
დაგვიანებული ან არასრული განაცხადები განხილული იქნება IREX-ის შეხედულებისამებრ.
Latest
- ინფორმაცია რადიოს აუდიტორიის შესახებ TNS–ის ლიცენზიის მფლობელის, Market Intelligence Caucasus–ის, მიერ 2013 წლის 15 მარტს გავრცელებული მონაცემების შესახებ
- საგრანტო კონკურსი ინოვაციური პროექტებისათვის მედია ბიზნესში
- ჟურნალისტიკა საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის – სასწავლო პროგრამა
- 2012 წლის საგრანტო კონკურსები
- ტრეინინგი – როგორ გავაშუქოთ არჩევნები
Archives
Twitter
