This text is also available in: English

საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამა “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (IREX) იწვევს ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს)  ტრენინგზე:

                                       როგორ უნდა გავაშუქოთ არჩევნები

სამდღიანი სემინარი იმის თაობაზე თუ როგორ უნდა გაუწიონ მონიტორინგი წინასაარჩევნო კამპანიას და გააშუქონ ის,  ჩატარდება 2012 წლის 26, 27, და 28 აპრილს  IREX -ს ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 6.  სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს), რომლებსაც აქვთ არჩევნების გაშუქების გამოცდილება. მსგავსი სემინარი ასევე გაიმართება თბილისში და აღმოსავლეთ  საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის 2012 წლის 23, 24, 25 აპრილს.
სემინარების ორგანიზატორია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.
G-MEDIA პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით.
სემინარებს გაუძღვება საერთაშორისო ტრენერი ნიკ ტორფი, რომელსაც სამაუწყებლო და ონლაინ ჟურნალისტიკაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ნიკ ტორფის მოკლე ბიოგრაფია იხილეთ ქვემოთ.
სემინარში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული “პროგრამის მონაწილის ანკეტა” და სამოტივაციო წერილი. ორივე დოკუმენტი უნდა გადმოაგზავნონ არაუგვიანეს  20 აპრილის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  training@irex.ge

სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს და ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანდიდატის შესაბამისი გამოცდილების შესახებ. გვითხარით, რატომ დაინტერესდით აღნიშნული ტრენინგით და როგორ აპირებთ ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებას.
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატები შეირჩევიან შევსებული კითხვარის და სამოტივაციო წერილის განხილვის შედეგად. გამარჯვებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 23 აპრილს.
ტრენინგის ორგანიზატორები დაფარავენ მგზავრობის, სასტუმროს და კვების ხარჯებს მონაწილე ჟურნალისტებისათვის რეგიონებიდან. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
საკონტაქტო პირები:
თინათინ ბაშარული, ტელ: 2 912608,  შიდა ნომერი 115;
ანა ნიჟარაძე,  ტელ: 2912608,  შიდა ნომერი 116

ბიოგრაფია
ნიკ ტორფი პირველი დამოუკიდებელი ჟურნალისტი იყო დასავლეთიდან, რომელმაც მუშაობა დაიწყო ბიბისის,  გაზეთი Independent და UPI-ს  კორესპონდენტად უნგრეთში. ის აშუქებდა ისეთ მოვლენებს, როგორიცაა კომუნისტური წყობის დამხობა უნგრეთში, რუმინეთში, ჩეხოსლოვაკიასა და აღმოსავლეთ გერმანიაში. 1990 წლიდან ნიკ ტორფი გახდა გაზეთ Observer -ის კორესპონდენტი აღმოსავლეთ ევროპაში.  აღმოსავლეთ ევროპაში მუშაობისას ის აშუქებდა იუგოსლავიის დაშლას და ომებს ხორვატიაში, ბოსნიაში, კოსოვოსა და მაკედონიაში. 1996 წლიდან ნიკ ტორფი არის ბიბისის კორესპონდენტი ცენტრალურ ევროპაში.