This text is also available in: English

პრესრელიზი

 13/02/2012

 

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა 2012 წლის კონკურსში გამარჯვებულებს აცხადებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) ფარგლებში 2012 წლის კონკურსის გამარჯვებულ ტელევიზიებს აცხადებს: მე-9-ე არხი, ახალციხეში და გურიის ტელევიზია, ოზურგეთში. GMPP აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული, 500 000 აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი პროგრამაა, რომელიც ქართული ტელევიზიების პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.

აღნიშნული ტელევიზიები პროგრამის ფარგლებში გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებენ შერჩეულ აშშ-ის ტელევიზიებთან, პროფესიული გაცვლითი ვიზიტებით, ინდივიდუალური კონსულტაციებით და გამოცდილების გაზიარებით. წარმომადგენლები ტელეკომპანია გურიიდან და მე-9-ე არხიდან გაივლიან სტაჟირებას აშშ-ის პარტნიორ ტელევიზიებში. აგრეთვე ექსპერტები აშშ-ის ტელევიზიებიდან ესტუმრებიან ქართულ ტელეკომპანიებს და ადგილზე ჩაუტარებენ მათ ტრენინგებს და გაუწევენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს. ამასთანავე განხორციელდება ქართული პარტნიორი ტელევიზიების საჭიროებებზე მორგებული ვირტუალური კონსულტაციები, რაც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის კუთხით გაძლიერებას და მდგრადი ახალი ამბების ორგანიზაციებად ჩამოყალიბებას.

GMPP-ის წინა წლის მონაწილეებმა, ტელეკომპანია 25-ე არხმა და გურჯაანის ტელევიზიამ, უკვე დაამყარეს წარმატებული ურთიერთობები ამერიკელ პარტნიორებთან. მათ შეისწავლეს, თუ როგორ მოღვაწეობენ ტელევიზიები აშშ-ში და აიმაღლეს კვალიფიკაცია მენეჯმენტის, ფინანსების, ბიუჯეტის დაგეგმარების, გაყიდვების, ახალი მედიის, წარმოებისა თუ სხვა სფეროებში. ორივე ტელევიზიაში დაინერგა პარტნიორული ვიზიტების დროს მიღებული ახალი უნარ–ჩვევები და ტექნოლოგიები, რის შედეგადაც აღნიშნული ტელევიზიების მუშაობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის  მიერ და მას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) ახორციელებს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებას, ქართული რეგიონული ტელევიზიების პროფესიული ზრდის მეშვეობით. 2011 წლის დეკემბერში, პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი ქართული რეგიონული ტელევიზიებისთვის. ინტენსიური კონკურსის საფუძველზე ტელეკომპანა მე-9-ე არხი და გურიის ტელევიზია შერჩეულნი იქნენ 2012 წლის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

Tagged with: