This text is also available in: English

კონკურსი რეგიონული ტელევიზიებისთვის

საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX), აცხადებს კონკურსს რეგიონული ტელევიზიებისთვის საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) ფარგლებში. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მიერ და მას ახორციელებს IREX-ი.

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი მედიის პროფესიულ განვითარებას ქართულ და ამერიკულ მედია საშუალებებს შორის გრძელვადიანი პარტნიორული კავშირების დამყარებით, პროფესიული გაცვლებით, ინდივიდუალური  კონსულტაციებითა და გამოცდილების გაზიარებით. პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, ქართულ რეგიონულ ტელევიზიებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და უნარჩვევები ჟურნალისტიკაში, ახალ ტექნოლოგიებში, მედია მენეჯმენტში, გაყიდვებსა და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებში.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა ორი ქართული რეგიონული ტელევიზია, ორ ამერიკულ ტელევიზიასთან ერთად პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. IREX-ი ორივე გამარჯვებულ ტელევიზიას დააკავშირებს აშშ-ის ტელევიზიებთან, რათა მათ შორის დამყარდეს გრძელვადიანი პროფესიული კავშირები. რვა წარმომადგენელს თითოეული შერჩეული ქართული ტელევიზიიდან შესაძლებლობა ექნება გაიაროს ერთკვირიანი სტაჟირება და კონსულტაციები ამერიკულ პარტნიორ ტელევიზიაში ორი პარტნიორული ვიზიტის ფარგლებში (4 წარმომადგენელი თიოთოეული ვიზიტის ფარგლებში). აგრეთვე ოთხი ექსპერტი აშშ-ის პარტნიორი ტელევიზიებიდან განახორციელებს ორ ვიზიტს საქართველოში (ორი ექსპერტი თითოეული ვიზიტის ფარგლებში). ისინი ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას და ჩაუტარებენ ტრენინგებს პარტნიორ ქართულ ტელევიზიებს. ამ ოთხი ორმხრივი პროფესიული გაცვლის შედეგად მოხდება მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და ინოვაციური იდეების დანერგვა. ქართულ ტელევიზიებს საშუალება ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ კონსულტაცია შემდეგ საკითხებში:

ბიზნეს/მედია მენეჯმენტი: გაყიდვები, რეკლამა, დისტრიბუცია, კადრების შერჩევა თუ სხვა

ჟურნალისტიკა: სათემო ჟურნალისტიკა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ადგილობრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხების გაშუქება თუ სხვა

ახალი ტექნოლოგიები: ვებგვერდის განვითარება, მობილური კომუნიკაციები, გამოსახულების და ხმის პირდაპირი ტრანსლირების პროგრამული უზრუნველყოფა თუ სხვა

ამასთანავე, IREX-ი დაეხმარება გამარჯვებულ ქართულ ტელევიზიებს პროფესიული პარტნიორობის ქსელის ჩამოყალიბებაში, რათა მათ შეძლონ საკუთარი გამოცდილების სხვა ტელევიზიებთან გაზიარება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს რეგიონებში მოღვაწე ნებისმიერ ტელევიზიას,  რომელიც:

  • ფლობს  მაუწყებლობის მოქმედ ლიცენზიას
  • აქვს ახალი ამბების გამოშვება და მაუწყებლობს მოსახლეობის ფართო ჯგუფისთვის ან უმცირესობათა გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლებისთვის; სასურველია ტელევიზიას ჰქონდეს ინტერაქტიული თოქ შოუ, რეპორტაჟები საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ან სხვა ადგილობრივად მომზადებული გადაცემები;
  • აქვს სურვილი შეისწავლოს და გაეცნოს ახალ მიდგომებს, მიიღოს და გაიზიაროს გამოცდილება თანამშრომლობის შედეგად;
  • მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამასთან და დაამყაროს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ამერიკულ პარტნიორ ტელევიზიასთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო ინგლისური ენის ცოდნა. IREX-ი უზრუნველყოფს თარჯიმანს, როგორც ჯგუფის აშშ-ში ვიზიტისას, ასევე ამერიკელი კონსულტანტების საქართველოში ვიზიტის დროს.

თუ თქვენი მედია საშუალება აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ პირობებს და დაინტერესებული ხართ მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში, გთხოვთ შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა მოცემული ინსტრუქციების მიხედვით.  განაცხადის ფორმა აგრეთვე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ IREX-ის ვებგვერდიდან www.irex.ge/gmpp ან მიიღოთ ამობეჭდილი ასლი IREX-ის ოფისში, მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #6, მესამე სართული, 0102, თბილისი, საქართველო.

შევსებული განაცხადის ფორმები თანდართულ საბუთებთან ერთად შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულად ელ-ფოსტაზე: GMPP@irex.ge ან მოგვაწოდოთ IREX-ის ოფისში.

განაცხადის ფორმის ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ განაცხადის ფორმა და თანდართული დოკუმენტები გამოგვიგზავნოთ ერთ წერილში. წერილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს. დიდი ვიდეო ფაილების გამოგზავნისას გთხოვთ შეამციროთ ისინი (zip/rar) ან ატვირთოთ ისინი და გამოგვიგზავნოთ შესაბამისი ბმული. განაცხადის ოფისში მოტანის შემთხვევაში ვიდეო ფაილები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ CD-ზე.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2011 წლის 12 დეკემბერი, 17:00 სთ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, ტელ: +995 322 912 608, ან 574 97 40 04.

გადმოიწერეთ განაცხადის ფორმა: GMPP_Application_Form_GEO