This text is also available in: English

სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება ითვალისწინებს მოქალაქეთა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებას საზოგადოების განვითარებისა და მართვის უკეთესი საშუალებების შექმანში. IREXცდილობს მისი ხედვა და სწავლების მეთოდები მოარგოს ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებებს მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად. IREX ახორციელებს ღონისძიებებს მოსახლეობის სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის როგორიცაა ქალები, ბავშვები, ეთნიკური უმცირესობები, შიდსით ინფიცირებულები და სხვადასხვა კატეგორიის ინვალიდები. პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს:

  • მოქალაქეთა საზოგადოებრივი მონაწილეობა და ადვოკაცია
  • საზოგადოებისა და სკოლების განვითარება
  • ასოციაციების შექმნა და აქტიური კონტაქტების ჩამოყალიბება
  • ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბება
  • ქალთა ჯგუფების გაძლიერება

იმ პროგრამებს შორის, რომელთაც IREX სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების კუთხით მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს აღსანიშნავია:

  • ობლების საზოგადოებრივი მხარდაჭერის პროგრამა (CSO)
  • გლობალური სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პარტნიორობა (GCSS)
  • კოსოვოს სამოქალაქო საზოგადოების პროგრამა (KCSP)
  • რეგიონალური ბიბლიოთეკების საინფორმაციო ცენტრების პროგრამა (RLIC)
  • ტექნიკური დახმარება USAID-ს ანტიტრეფიკინგის აქტივობები (ATTO)
  • იემენის ახალგაზრდა ლიდერ ქალებთა პროგრამა (YWLP)
  • ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამა (IATP)