This text is also available in: English
ტრენინგების, კონსულტაციებისა და მცირე გრანტების მეშვეობით IREX მხარს უჭერს ქართული არასახელმწიფო ჟურნალ-გაზეთებისა და ტელევიზიების ჟურნალისტებს და სხვადასხვა მედია ორგანიზაციებს. IREX ქართულ დამოუკიდებელ ტელევიზიებს, რადიოებსა და ჟურნალ-გაზეთებს ბიზნესის წარმართვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, პროფესიული სტანდარტების ამაღლებაში, თვითმდგრადობის მიღწევაში, ინსტიტუციური ფუნდამენტისა ჩამოყალიბებასა და ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნაში ეხმარებოდა, რომელიც ამ მიზნების განხორციელებას შეუწყობდა ხელს. 1995 წლიდან მოყოლებული IREX ხელს უწყობდა ქართული დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. საქართველოში საქმიანობის წარმართვისათვის IREX იღებდა დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან.
მედია ინოვაციების პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდა. მისი განხორციელება საქართველოში 2002 წელს დაიწყო და 2006 წლის მარტში დასრულდა, ფინანსდებოდა . პროგრამის ფარგლებში ტარდებოდა ტრეინინგები, კონსულტაციები და გაიცემოდა სასწავლო პროგრამებთან ასოცირებული მცირე გრანტები შემდეგი მიზნებისათვის:
- ფინანსურად მდგრადი და მაღალპროფესიული კერძო სამაუწყებლო და ბეჭდური მედიის საშუალებათა წამყვანი ჯგუფის განვითარება მთელი საქართველოს მასშტაბით;
- ჟურნალისტთა ასოციაციის ხელშეწყობა, რომელიც იცავს თავის წევრთა სამართლებრივ ინტერესებს მმართველობის ორგანოთა წინაშე და აწყობს მათთვის ტრეინინგებს;
- მედიის აქტიური ბიზნეს ასოციაციის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს იმ სისტემურ ნაკლოვანებებზე, რაც ხელს უშლის ქართული დამოუკიდებელი მედიის საშუალებების ზრდა-განვითარებასა და გავლენის გაძლიერებას;
- მნიშვნელოვან საკითხებზე ყველა სახის მედიის მიერ მომზადებული ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესება და მისი მოცულობის გაზრდა. ეს მოიცავს ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროს, გენდერულ საკითხების გაშუქებასა და საგამოძიებლო ჟურნალისტიკას.
