This text is also available in: English
ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამა (”აი-ეი-თი-ფი”) არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კველებისა და გაცვლების საბჭო (IREX). ”აი-ეი-თი-ფი” ინტერნეტ ცენტრების ქსელების მეშვეობით ყოველთვიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს ინტერნეტში თავისუფალი დაშვებით და გადის სხვადასხვა კომპიუტერულ ტრენინგებს ევრაზიის 10 ქვეყანაში. ”აირექსი”-ს მიერ ადმინისტრირებული ”აი-ეი-თი-ფი” -ს ცენტრები მუშაობს შემდეგ ქვეყნებში: აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ბელორუსია, უზბეკეთი და უკრაინა.
”აი-ეი-თი-ფი” 90-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო. იმ დროისათვის, პროგრამის მიზანი იყო ევრაზიიდან აშშ-ს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების მონაწილე მკვლევარების ინტერნეტში დაშვებითა და ტრენინგებით უზრუნველყოფა. ”აი-ეი-თი-ფი” -ს დახმარებით გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაემყარებინათ და შეენარჩუნებინათ კონტაქტი დარგობრივ კოლეგებთან აშშ-ში. დროთა განმავლობაში ”აი-ეი-თი-ფი” -მ ინტერნეტში თავისუფალი დაშვება და ტრენინგები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შესთავაზა: ჟურნალისტებს, იურისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სტუდენტებს.
”აი-ეი-თი-ფი” -ს თითქმის ყველა ინტერნეტ ცენტრი ადგილობრივ პარტნიორ დაწესებულებებში მდებარეობს. ეს დაწესებულებები ძირითადად საჯარო ბიბლიოთეკები, უნივერსიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციებია. ოთახში მოთავსებულია ”აი-ეი-თი-ფი” -ს აღჭურვილობა, კომპიუტერული წიგნები და ინსტრუქციები, და აგრეთვე იმყოფება ”აირექსი”-ს თანამშრომელი, რომელიც თვალყურს ადევნებს ცენტრის მუშაობას. იშვიათ შემთხვევებში, ”აი-ეი-თი-ფი” -ს ცენტრები არის ”აირექსი”-ს შედარებით დიდი ოფისის ნაწილი.
”აი-ეი-თი-ფი”-ს საქმიანობა
”აი-ეი-თი-ფი”-ს ცენტრების უსასყიდლო საქმიანობის ხუთი ძირითად მიმართულებას წარმოადგენს:
- ინტერნეტში დაშვება – ინტენეტ ცენტრებში კომპიუტერსა და ინტერნეტზე თავისუფალი დაშვება უზრუნველყოფს მომხმარებლის ხელმისაწვდომობას ინფორმაციაზე და ზოგადად ზრდის მის შესაძლებლობებს.
- ტექნიკური ტრენინგები – ”აი-ეი-თი-ფი” ტრენიგების სტანდარტული სია მოიცავს კომპიუტერის საწყისებს, ინტერნეტის საწყისებს, ბლოგებს, ვებ დიზაინს, wiki, გრაფიკული რედაქტორებს, და სპეციალიზირებული საინფომაციო-საკომუნიკაციო ტრენიnგებს სახლემწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ჟურნალისტებისთვის და მასწავლებელისთვის.
- ვებ რესურსების განვითარება – ”აი-ეი-თი-ფი” -ს კურსების შედეგად შექმნილი ახალი ვებ რესურსები ამდიდრებენ ადგილობრივ ენაზე უკვე არსებულ ვებ რესურსებს, რაც საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში ინტერნეტის უფრო ეფექტურ გამოყენებას უწყობს ხელს.
- ონალაინ ფორუმები – დაინტერესებული პირები, ექსპერტები, და გადაწყვეტილების მიმღები პირები ვირტუალურად უცვლიან ერთმანეთს მოსაზრებებს, რაც ხელს უწყობს დედაქალაქსა და რეგიონებს შორის (ზოგჯერ აქტივობის მაშტაბი საზღვრებს გარეთაც გადის) კავშირის გამყარებას,
- საზოგადოებრივი ღონისძიებები – მოსახლეობა იყენებს ცენტრს, როგორც ნეიტრაულ ზონას სხვადასხვა საზოგადოებრივი აქტივობების ჩასატარებლად და ტექნიკის გამოყენებით უფრო მეტ მნიშვნელობას მატებენ მათ ღონისძიებას.
”აი-ეი-თი-ფი” საქართველოში
“აი-ეი-თი-ფი”-მ საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო 1997 წელს. სადღეისოდ ქვეყანაში მოქმედებს 5 რეგიონული “აი-ეი-თი-ფი” ცენტრი და 8 თვითდაფინანსებაზე მყოფი ცენტრი (ანუ ის “აი-ეი-თი-ფი” ცენტრები, რომლებიც ამერიკის მთავრობის მიერ აღარ ფინანსდება), “აი-ეი-თი-ფი” ტრენერები თუ მოხალისენი ატარებენ გაკვეთილებს, ეხმარებიან მოსახლეობას ინტერნეტის გამოყენებაში და ორგანიზებას უკეთებენ ინტერნეტთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებებს. 2007 წლიდან საქართველოში განთავსებულ ცენტრებს საქართველოს 40 498 მოქალაქე ესტუმრა და 3 771 ადამიანმა გაიარა სხვადასხვა სახის ტრენინგები. აი-ეი-თი-ფიის სერვერზე განთავსებულია 700-მდე ვებსაიტი. “აი-ეი-თი-ფი” ცენტრების მისამართები იხილეთ აქ.
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, “აი-ეი-თი-ფი”-ს ფარგლებში, განცირხიელებულ იქნა პროექტი ”სასტუმრო ადგილები”, ), რომელიც მიზნად ისახავდა დახმარებოდა მოსახლეობას პატარა სასტუმროების, საოჯახო სასტუმრო სახლების და საცხოვრებელი ბინების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, მათ შესახებ ონლაინ რესურსების განვითარებაში. დაწვრილებითი ინფომაცისა ამ პროექტის შესახებ ისილეთ ვებ-გვერდი www.places.ge
“აი-ეი-თი-ფი”-ს ფარგლებში ტარდება ონლაინ განხილვები (ჩათები და ფორუმები), რომლებიც მიზნად ისახავს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას. “აი-ეი-თი-ფი”-ს სტუმრებს შორის ბევრი ცნობილი და მნიშვნელოვანი პიროვნება ყოფილა. ფორუმს შეგიძიათ იხილოთ აქ.
“აი-ეი-თი-ფი”-ს ახალ ამბებს შეგიძიათ გაეცნოთ ქართულად და ასევე ინგლისურად.
“აი-ეი-თი-ფი”-ს ოფისი
ქ. თბილისი
ი. აბაშიძის ქ. 4
ტელ: (995 32) 25 34 69
ელ.ფოსტა info@iatp.ge
URL: www.ge.iatp.net
