This text is also available in: English
მიმდინარეობს განაცხადების მიღება 2012-2013 წლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდამჭერ პროგრამაზე. ანკეტები უნდა გაიგზავნოს ელექტონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: uasp@irex.org 2012 წლის 1 მაისამდე!
პროგრამა დაფინანსებულია ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის მიერ.
ნიუ იორკის კარნეგი კორპორაციის სრული მხარდაჭერით აირექსმა შექმნა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სომხეთის, საქართველოს, ბელორუსის,უკრაინის, განის, ტანზანიისა და უგანდის განსაზღვრულ უნივერსიტეტებში ადმინისტრირების გაუმჯობესებას. პროგრამის მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე და საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის საშუალო და მაღალი რანგის მმართველებს, გაემგზავრონ ამერიკაში რვაკვირიანი პროგრამის ფარგლებში და იმუშაონ ამერიკის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ამერიკელ კოლეგასთან ერთად კონკრეტული უნივერსიტეტის რეფორმის პროექტზე. ამერიკაში ყოფნის პერიოდში პროგრამის მონაწილეებმა უნდა აწარმოონ კვლევა რომელიმე კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხზე. აღნიშნული კვლევა შემდგომში გამოქვეყნდება და გავრცელდება პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტებში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი დარგის მმართველებს: მისაღები სისტემის მართვა, ფაკულტეტის განვითარება, ადამიანური რესურსების მართვა, სტუდენტების მომსახურება, ხარისხის მართვა, უნივერსიტეტის მართვა, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ფინანსების მოზიდვა/განვითარების სამსახური, კვლევის მენეჯმენტი, ფინანსების მართვა, სტრატეგიული განვითარება, კორპორაციებთან ურთიერთობა, მთავრობასთან ურთიერთობა, საერთაშორისო ურთიერთობები, ტექნოლოგიების ტრანსფერი;
პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს შემდეგს:
- მხარდაჭერას j-1 ვიზის მიღებისას;
- მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერსიტეტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკან;
- სამედიცინო დაზღვევას;
- პროგრამის დაწყების წინა საორიენტაციო შეხვედარს ვაშინგტონში;
- საცხოვრებელს და ყოველდღიურ სტიპენდიას 40 ამერიკული დოლარის ოდენობით;
- 1000 ამერიკული დოლარს საგანმანათლებლო მასალების შესაძენად, კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად ან პროფესიულ კავშირებში გასაწევრიანებლად;
- ორდღიან სემინარს ვაშინგტონში, სადაც პროგრამის მონაწილეები წარმოადგენენ ჩატარებული კვლევის შედეგებს;
- საგრანტო შესაძლებლობებს.
საქართველოდან პროგრამაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი უნივერსიტეტები:
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი)
- გორის უნივერსიტეტი
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
განაცხადების შემოტანა: ელექტრონული ანკეტა (იხილეთ ქვემოთ) და თანდართული დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელეტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: uasp@irex.org. ანკეტების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2012 წლის 1 მაისი, 5:00.
2012-2013 UASP საანკეტო ფორმის შევსების ინსტრუქციები
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ IREX/საქართველოს ოფისს:
IREX/ საქართველო
მარჯანიშვილის ქუჩა #6,სართული 3
თბილისი, საქართველო 0102
ტელ: 9995 32 2912608 (შიდა ნომერი 107)
ელ-ფოსტა: uasp@irex.ge

