This text is also available in: English
ევრაზიის/სამხრეთ აზიის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა
Bureau of Educational and Cultural Affairs of the US Department of State
ევრაზიის/სამხრეთ აზიის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (TEA) წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX). პროგრამა ევრაზიისა და სამხრეთ აზიის საშუალო სკოლის მასწავლებლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას აიმაღლონ კვალიფიკაცია, დახვეწონ სწავლების უნარები და გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.
პროექტის აქტივობები:
მასწავლებლების ტრენინგი: პროგრამის მონაწილეები ევრაზიიდან და სამხრეთ აზიიდან მონაწილეობას მიიღებენ ექვსკვირიან პროფესიული განვითარების პროგრამაში ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა უნივერსიტეტებში. პროგრამაში შედის ასევე პროექტის მომზადება და ინტენსიური ტრენინგი შემდეგ სფეროში: სწავლების მეთოდოლოგია, კურიკულუმის შედგენა, სწავლების სტრატეგიების გაუმჯობესება ასევე სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება. პროგრამა მონაწილეებს ეხმარება დახვეწონ საგანმანათლებლო ლიდერული უნარები და აძლევს უნიკალურ გამოცდილებას რომელიც შესაძლებელია გაუზიარონ კოლეგებს საკუთარ ქვეყანაში. სამკვირიანი სტაჟირება ამერიკის შეერთებული შტატების საშუალო სკოლებში ხელს უწყობს პროგრამის მონაწილე მასწავლებლების ინტეგრირებას ამერიკულ სასწავლო გარემოში. პროგრამის ბოლოს მასწავლებლები მონაწილეობენ სემინარში, რომელშიც საგანმანათლებლო ლიდერობის საუკეთესო მაგალითებს განიხილავენ.
ამერიკელი მასწავლებლების საპასუხო ვიზიტი: პროგრამა ასევე შესაძლებლობას აძლევს ამერიკელ მასწავლებლებს ორ კვირიანი ვიზიტით ეწვიონ პროგრამის მონაწილეთა ქვეყნებს, რათა TEA პროგრამის კურსდამთავრებულთა მიერ აშშ-ში მიღებული პროფესიული განვითარება უფრო გააღრმავონ. ამერიკელ მასწავლებლებს მასპინძლობას TEA პროგრამის მონაწილე მასწავლებელთა სკოლები გაუწევენ. ამერიკელი მასწავლებლები ჩაატარებენ ჯგუფურ მეცადინეობას, განიხილავენ სწავლების საუკეთესო მეთოდებს, კურიკულუმის შედგენას და მასპინძელი ქვეყნის საგანმანათლებლო პრობლემებს. ამერიკელი მასწავლებლები გაეცნობიან ადგილობრივ სკოლებს, მშობელთა საბჭოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. შეხვდებიან ადგილობრივი მთავრობისა და განათლების სამინისტროს თანამშრომლებს. ამერიკიდან გამომგზავრებამდე მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ სემინარში, რომელიც აშშ-ს TEA პროგრამის მასპინძელ უნივერიტეტში გაიმართება და სადაც ამერიკელ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ შეხვდენენ კოლეგებს პროგრამის მონაწილე ქვეყნებიდან.
საერთაშორისო პარტნიორობა პროფესიული განვითარებისა და განათლებისათვის: პროგრამა აშშ-ში კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად პროგრამის კურსდამთავრებულებს სთავაზობს გრანტებს გაცვლითი ვიზიტების საფუძველზე სხვადასხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. ასეთი გრანტები შესაძლებლობას აძლევს პროგრამის კურსდამთავრებულებს ითანამშრომლონ ამერიკელ კოლეგებთან, ან მასპიძელ სკოლებთან და მოაწყონ კოლეგებისთვის სხვადასხვა სახის ტრენინგები და ტრენერების ტრენინგები საკუთარ ქვეყნებში. პროგრამის კურსდამთავრებულებს ასევე შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ გრანტები ძირითადი სასკოლო მასალების შესაძენად, კოლეგებისათვის ტრენინგების ჩასატარებლად ან სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს გაცვლითი ვიზიტების დროს ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავებას.
პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს შემდეგს:
- მხარდაჭერას J-1 ვიზის მისაღებად
- მგზავრობას პროგრამის მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერიტეტამდე აშშ-ში და უკან
- უნივერსიტეტის ტრენინგ პროგრამას
- სამედიცინო დაზღვევას
- საცხოვრებელს (უმეტესად პროგრამის სხვა მონაწილეებთან ერთად) და კვებას
- ტრანსპორტირების ხარჯებს (საჭიროების შემთხვევაში) და
- თანხას წიგნების შესაძენად
2009 წლის გაზაფხულზე ევრაზიასა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს ეწვევა აშშ-ის საშუალო სკოლის მასწავლებელთა 15 კაციანი ჯგუფი. ამასთანავე, პროგრამა კურსდამთავრებულებს სთავაზობს გრანტებს ძირითადი სასკოლო მასალების შესაძენად, კოლეგებისათვის ტრენინგების ჩასატარებლად ან სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს გაცვლითი ვიზიტების განვითარებას და ურთიერთობების გაღრმავებას.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც მუშაობენ სრულ განაკვეთზე და აქვთ მასწავლებლად მუშაობის ხუთი ან მეტი წლის გამოცდილება შემდეგ დარგებში: ინგლისური, როგორც უცხო ენა ან სოციალური მეცნიერებები (სამოქალაქო განათლება, ეკონომიკა და ისტორია). მოქალაქეებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბანგლადეშიდან, საქართველოდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან, ან უზბეკეთიდან.
