This text is also available in: English
განათლება ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ რეფორმებს და სამოქალაქო ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში, რაც წარმოადგენს ბაზისს მომავალი ლიდერებისათვის. IREX თანამშრომლობს იდივიდუალურ პირებთან, ორგანიზაციებთან და მთავრობასთან განათლების გაუმჯობესებისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. IREX-ის მიერ შემუშავებული პროგრამები პოპულარიზაციას უწევს გრძელვადიანი განათლების არსებობას სხვადასხვა დონეზე, როგორიცაა დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლება, ასევე შემდგომი პროფესიული ტრენინგები. აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს:
- საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარება
- მასწავლებლებისა და ფაკულტეტის სხვა წევრების ტრენინგი, როგორც წინასწარ, ისე სწავლების პროცესში
- კურიკულუმის მომზადება
- საერთაშორისო კვლევების მხარდაჭერა და პროფესიულ სტიპენდიების უზრუნველყოფა
- საზღვარგარეთ სწავლა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დონეზე
- საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების დანერგვა
იმ პროგრამებს შორის, რომელთაც IREX განათლების სფეროში მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს აღსანიშნავია:
- ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა (Muskie)
- გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში (UGRAD)
- ინდივიდუალური კვლევების შესაძლებლობების პროგამა (IARO)
- ევრაზიის/სამხრეთ აზიის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (TEA)
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის პროგრამა (UASP) – ჩინეთი
- აშშ-ს ბიზნესის სფეროში სტაჟირების პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა ქალებისათვის
Archives
Twitter
