This text is also available in: English


ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის მიზნების სფეროს გასაფართოვებლად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურო (ECA) და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) აცხადებს პროექტს “კარიერა ალუმნებისათვის საჯარო სამსახურში” (CAPS). პროექტის მიზანია მასკის პროგრამის კურსდამთავრებულთა ჩართვა საკუთარი ქვეყნის საჯარო სექტორში, იმისთვის რომ მაქსიმალურად მოხდეს მათ მიერ აშშ-ში მიღებული ცოდნის რეალიზება და აგრეთვე ხელშეწყობა იმისა, რომ ალუმნებმა შეიტანონ წვლილი ისეთი საჯარო სამსახურების საქმიანობაში, რომელნიც განიცდიან ფინანსური რესურსების ნაკლებობას და ამავდროულად ყველაზე მეტად საჭიროებენ გამოცდილ და პროფესიონალ კადრებს. საკუთარ ქვეყანაში საჯარო სამსახურში მომუშავე მასკის პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამის მოთხოვნებს მიიღებენ $300-ს სტიპენდიის სახით ექვსი თვის განმავლობაში.

პროგრამის მოთხოვნები:

აღნიშნული სტიპენდიის მისაღებად აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

  • იყოს ნებისმიერი წლის მასკის პროგრამის კურსდამთავრებული
  • ანკეტის შეტანისას ცხოვრობდეს და მუშაობდეს პროგრამის მონაწილე 12 ქვეყანაში
  • ჰქონდეს გარანტირებული სამსახური საჯარო სამსახურში ანკეტის შემოტანისას
  • განავითაროს მასკის პროგამაში მონაწილეობისას დაწყებული საჯარო სამსახურის გამოცდილება შემდეგ სფეროშო საქმიანობით:
    1. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია
    2. სამთავრობო ორგანიზაცია
    3. საჯარო ინსტიტუტი, როგორიცაა სკოლა, უნივერსიტეტი, საავადმყოფო თუ კლინიკა.