This text is also available in: English
ყველა სიახლე G-MEDIA პროგრამის შესახებ

USAID-ის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროგრამა „ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ახალი ამბებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა/ხარისხი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ ახალი და ტრადიციული პლატფორმების გამოყენებით. აღნიშნული პროგრამა, საქართველოში, ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების საშუალებით, საფუძველს ჩაუყრის ქართული მედია გარემოს განვითარებას. G-MEDIA გახდება ერთგვარი ბიძგი იმისათვის, რომ უკმაყოფილო, მედიისადმი ნდობადაკარგული აუდიტორია გახდეს პროფესიული და მრავალფეროვანი მედიის აქტიური მომხმარებელი.
G-MEDIA-ს ინტეგრირებული მიდგომა, რომელიც მოიცავს გრანტებით დაფინანსებას, ტრენინგებს, კონსულტაციებსა და მენტორინგს, ქართველ მედია პარტნიორებს შესაძლებლობას მისცემს გამოცდლება მიიღონ სოციალური მედიის, მობილური პლატფორმებისა და ვებ 2.0-ის გამოყენებით გაამრავალფეროვნონ ახალი ამბებისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობები, და შექმნან საკუთარი, კონტექსტურად შესაბამისი, აპლიკაციები. ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს G-MEDIA პროგრამის მიზნის მიღწევას, რაც შემდეგში მდგომარეობს: გავაუმჯობესოთ ქართული საზოგადოებისათვის ახალი ამბებისა და ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა წყაროებისადმი ხელმისაწვდომობა; ხელი შევუწყოთ სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას და პროფესიული, სიცოცხლისუნარიანი, პოლიტიკურად დაბალანსებული მედია სექტორის განვითარებას.
ამ მიზნის განსახორციელებლად G-MEDIA პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა ოთხი ძირითადი ამოცანის შესრულება:
- მედია პროდუქტის ხარისხის ამაღლება, შინაარსის გამრავალფეროვნება და მიწოდების არხების გაფართოება;
- პროფესიონალიზმის ამაღლება ჟურნალისტიკაში, თვითრეგულირება და პროფესიული სტანდარტები;
- მედიის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება და ჟურნალისტთა უფლებების დაცვა;
- მედია მენეჯმენტის და ბიზნესის გაუმჯობესება.
G-MEDIA ითანამშრომლებს და ხელს შეუწყობს USAID-ის და სხვა დონორი ორგანიზაციების მიმდინარე პროგრამების მიზნების განხორციელებას. G-MEDIA წარმოადგენს მრავალმხრივი მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც მოიცავს ასევე პრაქტიკულ სწავლებასა და სტუდენტური მედიის განვითარებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტო ჟურნალისტური განათლების ახალ სიმაღლეზე აყვანას. ამასთან, პროგრამის ფარგლებში, გრანტებითა და სტიპენდიებით დაფინანსება ხელს შეუწყობს პარტნიორი ორგანიზაციების გაძლიერებას, ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტუდენტთა უნარ-ჩვევების განვითარებას.
IREX ახორციელებს G-MEDIA პროგრამის მენეჯმენტს. მიზნის მისაღწევად ჩვენი სტრატეგიული მიდგომა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
- ჟურნალისტთა ახალ თაობაზე და ახალ მედია ტექნოლოგიებზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება;
- ქართული მედიის განვითარების მხარდაჭერა და ამავდროულად, ემიგრანტებისგან შემოსულ თანხებზე დამოკიდებულების შემცირება;
- მაქსიმალური შედეგის მისაღწევად პროგრამაში პროფესიონალური გუნდის ჩართვა („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI), „საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA), „სოციალური ზეგავლენა“ (SI);
- USAID-ის დარგობრივ პროგრამებთან და მედიის განვითარების ხელშემწყობ სხვა პროექტებთან თანამშრომლობა.
დაგვიკავშირდით.
ტელ.: +995 99 27 21 77
E-mail: gmedia@irex.ge
„ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA)
Latest
- ინფორმაცია TNS-ის ლიცენზიის მფლობელის Market Intelligence Caucasus–ის მიერ IREX G-MEDIA-ს მხარდაჭერით ჩატარებული რადიოს აუდიტორიის უწყვეტი კვლევის შესახებ, აგრეგირებული ანგარიში
- ინფორმაცია რადიოს აუდიტორიის შესახებ TNS–ის ლიცენზიის მფლობელის, Market Intelligence Caucasus–ის, მიერ 2013 წლის 15 მარტს გავრცელებული მონაცემების შესახებ
- საგრანტო კონკურსი ინოვაციური პროექტებისათვის მედია ბიზნესში
- ჟურნალისტიკა საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის – სასწავლო პროგრამა
- 2012 წლის საგრანტო კონკურსები
Archives
Twitter
