This text is also available in: English
სასწავლო დარგები:
ბიზნესის მართვა
ეკონომიკა
განათლება
გარემოს დაცვის მენეჯმენტი
საერთაშორისო ურთიერთობები
ჟურნალისტიკა
სამართალი
საბიბლიოთეკო საქმე და საინფორმაციო მეცნიერება
სახელმწიფო მართვა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა
საზოგადოებრივი პოლიტიკა
ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX). პროგრამა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდავეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან მიიღონ მაგისტრის ხარისხი ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.
პროგრამის ყველა მონაწილე:
- დაესწრება ლექციების სრულ განაკვეთს ერთი ან ორი წლის განმავლობაში;
- პირველი აკადემიური წლის განმავლობაში შეიმუშავებს და განახორციელებს პროექტს, რომელიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ საზოგადოებას;
- შეიმუშავებს ვირტუალურ პროექტს, რომელიც დააკავშირებს ადგილობრივ სტუდენტებსა და პროფესიონალებს ამერიკელ ექსპერტებთან.
- გაივლის სტაჟირებას სასწავლო სემესტრის შემდეგ.
პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს:
- მხარდაჭერას აშშ J_1 ვიზის მისაღებად;
- მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერსიტეტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკან;
- ყოველთვიურ სტიპენდიას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- უნივერსიტეტში სწავლების საფასურს;
- თანხას წიგნების შესაძენად;
- ბინის ქირას და კვებას აშშ-ში ყოფნის პერიოდში;
- კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და ტრენინგის შესაძლებლობას.
Latest
- ინფორმაცია რადიოს აუდიტორიის შესახებ TNS–ის ლიცენზიის მფლობელის, Market Intelligence Caucasus–ის, მიერ 2013 წლის 15 მარტს გავრცელებული მონაცემების შესახებ
- საგრანტო კონკურსი ინოვაციური პროექტებისათვის მედია ბიზნესში
- ჟურნალისტიკა საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის – სასწავლო პროგრამა
- 2012 წლის საგრანტო კონკურსები
- ტრეინინგი – როგორ გავაშუქოთ არჩევნები
Archives
Twitter

